workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

 

1 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდმა ვარჯიში განაახლა. ადრიანო კორეია და პედრო როდრიგესი დღეს სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ”სიუტატ ეპსორტივაზე”. ბრაზილიელმა ლატარელმა დაზიანება 17 მარტს მიიღო და წინასწარი ცნობით ის 6 კვირას იუქმებდა, თუმცა ადრიანოს ტრავმამ პროგრესი განიცადა და მომავალ კვირას ის სათამაშოდ მზად იქნება. ასევე მწყობრში დაბრუნდა პედრო, რომელმაც დაზიანება 27 მარტს, ესპანეთის ნაკრების შეხვედრაში მიიღო.

თავის მხრივ ტრავმირებულები, კარლეს პუიოლი, ხავიერ მასკერანო და ლეო მესი აგრძელებენ აღდგენით და ფიზიოთერაპიის კურსს. დანარჩენი მოთამაშეები ”მალიორკასთან” მატჩისთვის ემზადებიან. სესიაზე ასევე იმყოფებოდნენ ოიერი და დეულოფეუ. გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას ხვალ, ”ნოუ კამპზე” გამართავს.

ანტიდოპინგური კონტროლი

გუნდის 10 ფეხბურთელი (მასკერანო, ბარტრა, დოს სანტოსი, პინტო, სანჩესი, ადრიანო, ბუსკეტსი, პუიოლი, პედრო და ალვესი) უეფას ანტიდოპინგურმა სამსახურმა შეამოწმა. ბოლოს ასეთი შემოწმება 15 თებერვალს ჩატარდა. 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward