workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ 2-2 ”ბარსელონა”. შეფასებები

პსჟ 2-2 ”ბარსელონა”. შეფასებები

მეოთხედფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში, პსჟ-ს წინააღმდეგ კატალონიელებმა ფრედ 2-2 დაასრულეს. აშკარად შეიძლებოდა უკეთესი შედეგი. აღსანიშნავია ის საშინელი ფაქტიც, რომ ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო.

შემოგთავაზებთ 2 აპრილის, მატჩის შეფასებებს:

ვიქტორ ვალდესი – 7 

მატჩის მიწურულს აშკარად შეეძლო უკეთესად თამაში, მაგრამ მაქამდე ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი სეივები გააკეთა.

ხორდი ალბა – 7 

ნორმალურად ითამაშა მოედნის ორივე ნახევარზე, მაგრამ ”ბარსელონას” ფლანგის მცველისთვის ”ნორმალური” თამაში შეტევაში არ არის საკმარისი.

ხერარ პიკე – 6 

ძალიან ბევრჯერ წამოეგო მეტოქის ფინტებს და საბოლოოდაც, კარგად ვერ ითამაშა. რაც შეეხება მის პოზიციურ თამაშს, აქაც აღსანიშნავია პიკეს არაერთი ჩავარდნა.

ხავიერ მასკერანო – 7 

ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი განმუხტა და პიკეზე ბევრად კარგად ითამაშა. მისი ბრძოლისუნარიოანობის ”წყალობით” ტრავმა მიიღო და 6 კვირა ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერცერთ მატჩსა, თუ ვარჯიშში.

დანიელ ალვესი – 8 

მისგან უკვე მივეჩვიეთ, ასეთ აქტიურობას თითოუელ მატჩში. აუცილებლად არის აღსანიშნავი მისი ზღაპრული გადაცემა მესიზე, რომელიც არგენტინელმა შედეგიანად დაასრულა.

სერხიო ბუსკეტსი – 7 

ჯამში მაინც ნორმალური მატჩი ჩაატარა, მაგრამ სერხიოსგან ყოველთვის მეტს ითხოვენ. პოზიციურად არც ისე კარგად ითამაშა და თამაშის მიმდინარეობისას არ ცვლიდა შეტევის მხარეებს. ზუსტად ეს ევალება კატალონიელთა საყრდენ ნახევარმცველს.

ჩავი ერნანდესი – 7.5 

იშვიათად ამწვავებდა შეტევებს, რაც მეტყველებს მის არაჩვეულებრივ პასების სიზუსტის პროცენტზეც. თამაშის მსვლელობისას, უმნიშვნელოვანეს მომენტში შეძლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება.

ანდრეს ინიესტა – 8 

მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა. ხშირად ურტყავდა კარებში და შეტევებს ამწვავებდა, მაგრამ მისი პასების სიზუსტე არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ალექსის სანჩესი – 6.5 

მას ამ სეზონში ჩვევია მომენტების გამოუყენებლობა და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. ჯამში მაინც ბევრი იმუშავა და მატჩის მიწურულს პენალტიც კი მოიპოვა.

დავიდ ვილია – 6 

უცნაური შეხვედრა ჩაატარა. ერთადერთი რასაც იგი მოედანზე აკეთებდა ეს იყო თამაშის გადაბმა. არ ქონია არცერთი საგოლე მომენტი. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე იგი ტელიომ გამოცვალა.

ლიონელ მესი – 8 

მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო, მაგრამ ამ მცირე დროშიც მოახერხა იმის დამტკიცება, რომ იგი საუკეთესოა. ერთი გოლი, შორიდან გასროლილი რამდენიმე დარტყმა და თამაშის გამწვავება. პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩში ეს არის რითიც იგი დაამახსოვრდა გულშემატკივარს.

ცვლილებები:

სესკ ფაბრეგასი – 6.5 

მისი გაკეთებული სამუშაო ვერ შეედრება იმას, რასაც არგენტინელი აკეთებს, მაგრამ სესკის თამაშიც დასაფასებელია. რამდენიმე ძალიან კარგი პასი გააკეთა და დრიბლინგის უნარიც დაგვანახა.

კრისტიან ტელიო – N/A

მისი ცოტა სათამაშო დრო არაფერზე არ მეტყველებს.

მარკ ბარტრა – N/A 

იგივეა რაც ტელიოს შემთხვევაში, მაგრამ მატჩის ბოლოს მატუიდის დარტყმული სწორედ მას მოხვდა. ამ რიკოშეტის გამო ვალდესმა ვეღარ შეძლო ბურთის მოგერიება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward