workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “ყველაფერს გავიღებ ამ კლუბისთვის”

ადრიანო: “ყველაფერს გავიღებ ამ კლუბისთვის”

 “ბარსას” მეორე შენაძენი ამ სეზონში ძალიან ბედნიერი ადამიანია: “ძალაინ ნასიამოვნები ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ჩემს ახალ თანაგუნდელებს.” – განუცხადა ბრაზილიელმა “Barça TV”-ის და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კლუბისთვის.
 მას შემდეგ რაც კორეიამ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, მან დიდი სიამოვნებით მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს: “მე მქონდა ოცნება, მეთამაშა “ბარსელონაში” და როდესაც გავიგე, რომ შემოთავაზება მიიღო “სევილიამ” სწორედ კატალონიელებისგან, უდიდესი სიხარული დამეუფლა და ძალიან ავღელდი.”

 უდიდესი მადლობა კლუბის ბოსებს
 ადრიანოს პირველივე სიტყვებში ნათლად ჩანდა მისი დიდი პასუხისმგებლობა ახალი კლუბისადმი: “დიდი სიხარულით მიმიღო “ბარსას” პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ასევე მადლიერი ვარ სხვა ადამიანების, რომელთა დახმარებითაც ეს დღე განსაკუთრებულ მომენტად იქცა. მე ხომ ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ.”

 ბრაზილიელის პროდუქტიულობა
 ადრიანო მრავალფეროვანი ფეხბურთელია და შეუძია ორივე ფლანგზე სხვადასხვა პოზიციებზე თამაში, მაგრამ მისთვის ყველაზე კომფორტული მაინც მარცხენა ფლანგზე ასპარეზობაა. “ჩემი აზრით, უკვე იციან სად რა შემიძლია, რადგან “სევილიაში” დიდ წარმატებას მივაღწიე. მომავალში გვარდიოლას განკარგულებაში ვიქნები და ყველაფერს მოვიმოქმედებ, რათა ჩემმა ტრანსფერმა სასურველი შემდეგი მოიტანოს. რა თქმა უნდა, მარცხენა ფლანგზე თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ მთავარია, კლუბს სად დავჭირდები. ამ ფერებისთვის თავს გავწირავ!” – აცხადებს კორეია.

 კეიტა და ალვეში
 ადრიანო ბედნიერია, არა მარტო “ბლაუგრანაში” გადმოსვლის გამო, არამედ ძველ მეგობრებთან შეხვედრის გამოც. “ბარსაში” ასპარეზობენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, დანი ალვესი და სეიდუ კეიტა. “მე ველაპარაკე ალვეშს და ისიც ბედნიერია, რადგან მალე შევხვდებით და კიდევ მოგვიწევს ერთად მინდორზე თამაში. მინდა ვთქვა, რომ მის გვერდით ასპარეზობა ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებდა, მაგრამ არა მარტო მასთან ერთად. სეიდუ კეიტასთან ერთადაც კარგად ვაწყობდი თამაშს. ვიმედოვნებ, “ბარსაში” უფრო უკეთესად ვიასპარეზებთ.” – დაასრულა ადრიანომ.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward