ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა, რომელიც ”არსენალის” მწვრთნელი გახლავთ ფეხბურთის სამყაროს გაუზიარა თავისი აზრი ”ბარსელონას” და პსჟ-ს მეოთხედფინალის შესახებ.
”საინტერესო იქნება ესპანეთის ნაკრების ხილვა, ოღონდ მესისთან ერთად. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ”ფურია როხა” ზუსტად იგივე ფეხბურთის სტილს თამაშობს. პარიზელები, რა თქმა უნდა, აქცენტს კონტრშეტევებზე გააკეთებენ, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდის დამარცხება უფრო ადვილია, ვიდრე ესპანეთის ნაკრების. პსჟ-ს მთავარი კოზირი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. რვაჯერ, თუ ცხრაჯერ აქვს სხვადასხვა პირველობების თასი მოპოვებული. ამით რისი თქმა მინდა: ზლატანი სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ყველგან გამარჯვება სურს და იმარჯვებს კიდეც. ამას პარიზულ კლუბშიც ამტკიცებს. პსჟ ახალგაზრდა გუნდია და ”ბარსელონასთან” დაპირისპირება მათ დიდ გამოცდილებას შესძენს.” – აცხადებს ვენგერი, Eurosport-ის ბლოგზე.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 2 აპრილს გაიმართება, ხოლო განმერობითი შეხვედრა ამ თვის 10 რიცხვში.