კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი აღფრთოვანებულია პეპ გვარდიოლათი. მან რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩაწერა TV3–თან, სადაც გვადიოლას კონტრაქთან კადავშირებული რამდინე საიდუმლო გაამხილა. როსელმ აღნიშა რომ მან 6 წლიანი კონტრაქტი შესთავა პეპს,თუმცა მისგან უარი მიიღო. ” -მას იმდენად მდიდი პასუხისმგებლობა გააჩნია რომ ამჯობინებს მხოლოდ ერთი წლით გააგრძელოს კონტრაქტი, რათა უფრო დაიხვეწოს, როგორც მწვრთნელი და წლიდან წლამდე უფრო მეტად განვითარდეს. სწორედ ამიტომ მოაწერა მან ხელი ერთწლიან კონტრაქტს, პეპი ახალი ხელშეკრულებით ბედნიერია, შესაბამისად ჩვენც”– აღნიშა როსელმა ინტერვიუში.
სესკ ფაბრეგასი
“ბლაუნგაურას” ხელმძვანელმა დააფიქსირა კლუბის პოზიცია ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით. მისი განცხადებით “არსენალის” ბოსები გაბრაზებულები არიან და არ აპირებენ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებების დაწყებას, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტის გამო, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა როსელმა არ დააკონკრეტა. მან ასევე აღნიშნა რომ ლონდონელები არ აპირებენ სესკის ტრანსფერზე დაყენებას და თავის მხრივ არც კატალონიელებია პირებენ მასში ასტრონომიული თანხის გადახდას.
როსელი ასევე შეეხო ზლატან იბრაჰიმოვიჩის თემას: ” -ის იქნება ჩვენი ფეხბურთელი იქამდე, სანამ სამწვრთნელო შტაბი არ გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს ჯერ–ჯერობით ისინი კმაყოფილები არიან ზლატანით, ასე რომ მომავალ სეზონში ის დაიცავს “ბლაუნგაურას” ღირსებას.
საუბრები კლუბის ეკონომიკურო მდგომარეობის შესახებ
როსელი შეეხო კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობასაც. მსისი განცხადებით, კლუბსი ამ მხრივ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა,თუმცა კლუბის მესვეურები არ აპირებენ თავის ჯიბიდან ფულის გადახდას და არც ფასების აწევა მოხდება. პრეზიდენტმა აღნიშა რომ ისინი აუცლებლად გამოვლენ ამ მდგომარეობიდან საღი აზრისა და ლოგიკის დახმარებით.
ნოუ კამპი
წინასაარჩევნო კამპანიის დროს სანდრომ აღნიშნა რომ ისინი არ ააშენებენ ახალ სტადიონს. “ჩვენ გვაქვს ბრყინვალე საშინაო არენა, მაგრამ ის ცოტა მოძვებელულად გამოიყურება და ესაჭიროება განახლება. ჩვენ გვსურს მას ჩავუტაროთ მცირე რეკონსტრუქცია. ჩვენ არ ვაპირებთ სტადიონის რეკონსტრუქციაზე დავხარჯოთ 300 ან 400 მილიონი, მაგრამ 60 ან 80 მილიონი–ეს ნორმალური თანხაა და ჩვენ აუცილებლად გამოვყოფთ მას, უფრო მეტიც, ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალთა საშხაპეების და საpირფარეშოების განახლება.”– აღნიშა სანდრომ.
როსელმა ასევე განცხადა რომ მის გუნდს აქვს გეგმა 250 ადგილით გაზარდოს სპეციუალური ადგილები და მომავალსი მათი მთლიანი რაოდენობა 600–ს მიაღწევს.
იოჰან კრუიფი
ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ იოჰან კრუიფის თემა და მათ ამის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვევს პრეზიდენტს. სანდროს ჰკიტხეს იოჰან კრუიფის გადაწყვეტილების შესახებ. “-ჩვენი პირველი შეხვედრისას ჩვენ არ გვქონია ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ვფიქრობ რომ, კრუიფმა არასწორად გაიგო ჩვენი წარმომადგენლის სიტყვები.” განმარტა მან. “ჩხუბს ორი ადამანი მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც ეს სურს, მაგრამ ჩვენ არ გვურს ვეომოთ მას ან ვინმე სხვას. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ვიპოვით გამოსავალს ამ მდგომარეობიდან და იოჰან კრუიფი გააგრძელებს კატალონიური გრანდის ლეგენდად ყოფნას.”– განაცხადა ინტერვიუს ბოლოს სანდრო როსელმა.
წყარო: http://www.barcamania.com



