ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკიდან ბარსელონაში სამშაბათს დაბრუნდა, თუმცა გუნდის ვარჯიშზე პირველად ის დღეს გამოცხადდა, რათა ”სელტასთან” შეხვედრის წინ ფეხბურთელებისთვის ბოლო დეტალები აეხსნა.
მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟორდი როურამ განაცხადა, რომ მწვრთნელი ვიგოში გუნდთან ერთად არ გაემგზავრება, თუმცა ის აუცილებლად იქნება პარიზში, სადაც ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ”პსჟ”-ს დაუპირისპირდება.
პირველი გუნდის მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა ჩავი ერნანდესი, რომელიც სანაკრებო მატჩებიდან მიკროტრავმით დაბრუნდა. ასევე გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ ოიერი და დეულოფეუ.