მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო შტაბმა გუნდს დღეს დასვენების უფლება მისცა ფეხბურთელების დიდი ნაწილი მაინც გამოცხადდა ”სიუტატ ესპორტივაზე”.
დასვენების დღეს გუნდის შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს: ვიქტორ ვალდესი, ერიკ აბიდალი, პედრო, ადრიანო, მესი, მასკერანო, პინტო, ალბა, სონგი, ჩავი, სესკი, ვილია და ინიესტა.
ჩავი, პედრო, ადრიანო და ალბა განცალკევებით, აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. დანარჩენები სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიზიკურ დატვირთვებს ასრულებდნენ.



