კვირის მეორე სავარჯიშო სესიაზე გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა იმყოფებოდა. ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივას” მეორე მოედანზე ჩატარდა. მასკერანო, მესი, ბუსკეტსი და ჩავი დარბაზში ვარჯიშობდნენ. სესიაზე იმყოფებოდნენ მარკ მუნიესა და ჟერარდ დეულოფეუ.
ფეხბურთელები ხვალ დაისვენებენ, ხოლო ვარჯიში პარასკევს განახლდება. სესიის დაწყების წინ ჟორდი როურა პრეს-კონფერენციას გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2JwTuUau_Yc]
