workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სეზონის ფინალური ეტაპისთვის მზადაა

“ბარსელონა” სეზონის ფინალური ეტაპისთვის მზადაა

გვიახლოვდება სეზონის ფინალური ეტაპი, უდიდესი თასების გამარჯვებულის ვინაობა სულ მალე იქნება ცნობილი. ”ბარსელონა” მზადაა ამ ეტაპისთვის და კატალონიელები იბრძოლებენ ბოლომდე, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

დიდი უპირატესობა ლა ლიგაში 

”ბარსელონა” არის ლა ლიგის ცხრილის სათავეში 13-ქულიანი უპირატესობით. დარჩენილია 10 თამაში, ანუ სულ დარჩენილი ქულების მაქსიმალური რაოდენობა არის 30. კატალონიელებმა უნდა მოიპოვონ 18, რომ უკვე თეორიულადაც აღარ იყოს დისკუსია თუ ვინ გახდება ჩემპიონი. შემდეგი 10 თამაშიდან, 6-ის მოგების შემთხვევაში ”ბარსა” ჩემპიონია. 

შეგახსენებთ ბლაუგრანას ლა ლიგის დარჩენილ თამაშებს, რომელიც კამპ ნოუზე გაიმართება: მალიორკა (30-ე ტური), ლევანტე (32-ე ტური), ბეტისი (34-ე ტური), ვალიადოლიდი (36-ე ტური), მალაგა (38-ე ტური). რაც შეეხება გასვლით მატჩებს გუნდი შეხვდება შემდეგ გუნდებს: სარაგოსა (31-ე ტური), ატლეტიკი (33-ე ტური), ატლეტიკო (35-ე ტური), ესპანიოლი (37-ე ტური).

 

ჩემპიონთა ლიგა 

დიახ, ლა ლიგა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა საქმეა. ”ბარსა” დაუპირისპირდება პსჟ-ს პარიზში 2 აპრილს. განმეორებითი შეხვედრა კი “კამპ ნოუზე” 10 აპრილს ჩატარდება. ამ ორი კლუბის გარდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას იღებენ: ”რეალ მადრიდი”, ”გალათასარაი”, მიუნხენის ”ბაიერნი”, ”იუვენტუსი”, ”მალაგა” და ”ბორუსია დორტმუნდი”. ჩემპიონთა ლიგის წესების თანახმად, თუ ”ბარსა” ფრანგულ კლუბს გასცდება ნახევარფინალის მეტოქეს ისევ კენჭისყრით გაიგებს (ამ წესში კორექცია წელს შეიტანეს). ნახევარფინალური პირველი მატჩების თარიღი არის 23-24 აპრილი, ხოლო განმეორებითი იგივე თვის 30 რიცხვში და 1 მაისს. 

ფინალური შეხვედრა ”უემბლიზე” დაგეგმილია 25 მაისს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward