საფეხბურთო სამყაროში მუდამ ისმის ერთი და იგივე კითხვა: ვინ არის საუკეთესო? დროსთან ერთად ეს საუკეთესოებიც მიდიან. ოცდამეერთე საუკუნეებში ჩვენ გვინახავს ისეთი ფეხბურთელების თამაში, როგორებიც არიან ზიდანი, რონალდინიო, რონალდო (ბრაზილიელი), კარლოსი, რივალდო და ა.შ. ეს სია უსასრულობამდე გრძელდება, მაგრამ სტატია არ არის დაწერილი წარსულზე. მე დავწერე ეს სტატია აწმყოზე.
დღესდღეისობით მსოფლიოში კითხვას, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, აქვს ორი პასუხი: ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი თემაა საკამათოდ. ერთ მხარეს დგას ფიზიკურად უკეთესად მომზადებული რონალდო, ხოლო მეორე მხარეს X-სინდრომით დაავადებული 169 სანტიმეტრი სიმაღლის ლეო.
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ჩემი აზრი სუბიექტურად ჩათვალოს. მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლეოა. თუ ამ ორ ფეხბურთელს, მხოლოდ მონაცემებით შევადარებთ უდავოდ რონალდო უკეთესია, მაგრამ არგენტინელს არ სჭირდება საოცარი ნახტომი, დაუჯერებელი სისწრაფე და ტექნიკა, იმისთვის რასაც მოედანზე აკეთებს. ლეო ფეხბურთს ამარტივებს, აკეთებს ყველაფერს მარტივად და რაც მთავარია, შედეგიანად.
მე ვარ ერთი უბრალო ”ბარსას” გულშემატკივარი და ჩემ აზრს არ გაითვალისწინებენ მსოლფიო ფეხბურთში, მაგრამ ვნახოთ რას ამბობენ ლეოზე ამ სპორტის ლეგენდები.

პელე: “ლეო უბრალოდ არ ჩერდება, ის გოლების მანქანაა. ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. მისი შედეგიანობა უბრალოდ დაუჯერებელია. ბევრ ლეგენდას სჭირდება 6-7 სეზონი იმდენი გოლის გასატანად, რამდენსაც მესი ერთ კალენდარულ წელიწადში იტანს”
რონალდო (”კიჭა”): ”მესი თუ რონალდო? მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვაღიარებ, მადრიდული კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მაინც მესის მივანიჭებ უპირატესობას… ყველას გვაოცებს თავის საოცარი დრიბლინგითა და ტანის მოძრაობებით. ლეო უბრალოდ გენიოსია…”
ტიერი ანრი: ”მესი უბრალოდ არაადამიანია. მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია. უდავოდ, ამჟამად იგი საუკეთესოა…”
პეპ გუარდიოლა: “ჩემი ”ბარსელონაში” მოსვლისას ერთი მიზანი დავისახე. მესი საუკეთესო უნდა გამეხადა, ამასობაში კი მან საუკეთესო მწვრთნელი გამხადა. ლეო ყველასგან გამორჩეულია, უბრალოდ საუკეთესოა”
როდესაც შენ ასეთი ლეგენდებისგან, ასეთ დადებით კომენტარებს მოისმენ ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. მითუმეტეს, რომ ლეომ ურთულესი დაავადება გადაიტანა. სხვათაშორის, ამ დაავადების ”წყალობით” მოხვდა კატალონიაში და შეიძლება ითქვას, რომ ლეო ”სინდრომ X”-ის გამო არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრი.
ვინ არის საუკეთესო? პასუხი მარტივია…
[media=http://www.youtube.com/watch?v=WySnZ_-V_iw]



