მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი:” ჩემი წასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა”

ჟეფრენი:” ჩემი წასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა”

ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელმა ჟეფრენმა, რომელიც ადრე კატალონიის “ბარსელონაში” თამაშობდა, განაცხადა, რომ მისი წასვლა კარგად მოფიქრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა. 

“თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ აქ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მომეცემოდა, მაგრამ ახლა ამისათვის ბრძოლა მიწევს. რა თქმა უნდა უფრო რთულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ “ბარსელონაში” ბრძოლასაც არ ჰქონდა აზრი. მე დავტოვე მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომ გამეგრძელებინა ჩემი გზა. ჩემი გადასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა.” 

“არასდროს დამავიწყდება “კლასიკოში” გატანილი გოლი. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. ” – დაასრულა ჟეფრენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში