workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი ქამბექის მოლოდინში, ისინი ბრუნდებიან !

დიდი ქამბექის მოლოდინში, ისინი ბრუნდებიან !

ამ კვირაში ყველაზე აქტუალური თემა ტიტო ვილანოვას სრულიად გამოჯანმრთელება იყო, 44 წლის სპეციალისტი გუნდში შემდეგ კვირას დაბრუნდება. თითოეული კულესთვის ეს სასიხარულო ამბავია და ყველა მოულოდნელად ელის გუნდში ვილანოვას დაბრუნებას, პირველრიგში მის დაბრუნებას რასაკვირველია კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ელიან. საფეხბურთო სამყარო და “ბარსელონას” გულშემატკივარი ტიტო ვილანოვას “ქამბექის” მოლოდინშია ! 
ცოტახნისწინ სამწვრთნელო შტაბის აწ უკვე ცნობილი ფიგურა ჟორდი როურა, რომელმაც ტიტო ვილანოვა კლუბში დროებით ჩაანაცვლა ნიუ-იორკში გაემგზავრა, ეს უკანასკნელი სამშაბათს ტიტო ვილანოვასთან ერთად დაბრუნდება. როურასთან ერთად ნიუ-იორკში ხუთშაბათს, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი მწვრთნელი აურელი ალტამირაც გაემგზავრა. ახლადგამოჯანმრთელებული ტიტო კი სერიოზული დავალების წინაშე დადგება და პირველივე სამუშაო დღეს სანაკრებო ბატალიების შემდეგ გადაღლილ გუნდს ჩაიბარებს.
30 მარტს სრულიად კატალონიაში და ესპანეთში უმნიშვნელოვანესი დღე იქნება, სათადარიგო სკამს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტო ვილანოვა დაუბრუნდება, მაყურებელი ასევე ერიკ აბიდალსაც ელის, რომელიც 1 წელზე მეტია პირველ გუნდში უთამაშებელია, ასე რომ ჩვენ შესაძლოა ორი დიდი მოვლენის მომსწრე გავხდეთ. 
ორივე მათგანმა რთული ოპერაცია გადაიტანა… ორივე მათგანი ბოლომდე ებრძოდა სენს… ორივე მათგანმა დაამარცხა სენი… ჩვენ კი მათი ქამბექის მოლოდინში ვართ… საბეხბურთო სამყარო დიდი “ქამბექის” მოლოდინშია !  
                                            [media=http://www.youtube.com/watch?v=PoJcdWSGuKE]
და უბრალოდ მებრძოლი სახელად ერიკ აბიდალი… 
                                            [media=http://www.youtube.com/watch?v=oac7-0CKETg]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward