workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინფორმაციები “ბარსას” ბანაკიდან

ინფორმაციები “ბარსას” ბანაკიდან

როსელი: სესკი წელს გადმოვა თუ მომავალ ზაფხულს, ამას ვნახავთ

სანდრო როსელს იმედი აქვს, რომ სესკ ფაბრეგასი მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე “ბარსას” ახალი შენაძენი გახდება.

” “არსენალში” ჩვენი წინადადებების განხილვაც არ სურთ, ისინი ფაბრეგასს ტრანსფერზე არ აყენებენ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მათ ეს არ დავიწყებიათ. ფაბრეგასი “ბარსას” ფეხბურთელი წელს გახდება თუ მომავალ ზაფხულს, ამას ვნახავთ. სესკში ასტრონომიული თანხის გადახდას არ ვაპირებთ. ფაბრეგასის ყიდვას იმ ფასად შევეცდებით, რაც რეალურად ღირს”, – განაცხადა როსელმა TV3-თან ინტერვიუში.

ხავი: მოურინიოს “რეალში” მისვლა ჩვენთვის ახალი გამოწვევაა

ჩავი ერნანდესმა ბრაზილიელი ადრიანოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ასევე შეეხო ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” მისვლასაც.

“ადრიანოს მოსვლა ჩვენს გუნდს გააძლიერებს. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მისი პოზიციის ფეხბურთელებს დიდ კონკურენციას გაუწევს. იმედი მაქვს, ფაბრეგასიც გადმოვა, მაგრამ ეს კლუბებზეა დამოკიდებული. სესკი “ბარსელონასთვის” ზედგამოჭრილია, მას “ბარსას” დნმ(დეენემი) აქვს”.

მოურინიოს “რეალში” მისვლა ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ის დიდი მწვრთნელია”, – ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს Marca.
ფაბრეგასი: შემრცხვა, როდესაც “ბარსას” მაისური ჩამაცვეს
სესკ ფაბრეგასი გამოტყდა, რომ მას შერცხვა, როდესაც მისმა მეგობრებმა კარლეს პუიოლმა და ხერარდ პიკემ მას ხუმრობით “ბარსას” მაისური ჩააცვეს.
“არ ვიცი, როდის დავუბრუნდები “არსენალს”. ამჟამად მხოლოდ არდადეგებზე ვფიქრობ და ყველა პირადი საქმე თავიდან მაქვს ამოგდებული. შემრცხვა, როდესაც “ბარსას” მაისური ჩამაცვეს. მე ამას არ ველოდი, მაგრამ ეს ზეიმის ნაწილი იყო. იმედი მაქვს, “არსენალში” ყველაფერს სწორად გაიგებენ”, – ფაბრეგასის სიტყვებს ციტირებს Marca. 

ბუსკეტსი: “არსენალის” უფლებებს პატივი უნდა ვცეთ

სერხიო ბუსკეტსი ორიოდ სიტყვით ფაბრეგასის “ბარსაში” სავარაუდო დაბრუნებას შეეხო.
“ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს ბევრს შემატებს, მაგრამ ჩვენ “არსენალის” უფლებებს პატივი უნდა ვცეთ. ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში