პირველი გუნდის 3 წევრი (ხოსე მანუელ პინტო, ჯონათან დოს სანტოსი და ერიკ აბიდალი) აგრძელებს ”ბარსელონა ბ”-სთან ერთად ვარჯიშს. სანაკრებო შეხვედრებზე გამოძახებული მოთამაშეების გარდა ბარსელონაში იმყოფებიან კარლეს პუიოლი და ადრიანო კორეია, თუმცა ისინი აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებენ.
ბოლო 2 დღის მსგავსად ”სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის 3 ფეხბურთელი ეუსებიო საქრისტიანის შეგირდებთან ერთად ვარჯიშობდა, რომლებიც შაბათს ”მინიესტადიზე” უმასპინძლებენ ”უესკას”. ეს პირველი გუნდის მოთამაშეებისთვის მიმდინარე კვირის ბოლო ვარჯიში იყო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=srQun731Tmg]
