workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი მარტინესი ტურეს შემცვლელად?

ხავი მარტინესი ტურეს შემცვლელად?

კატალონიური ”ელ მუნდო დეპორტივო” ვარაუდობს, რომ ”ბარსელონა” განიხილავს ”ბილბაოს ატლეტიკის” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ხავი მარტინესის კანდიდატურას.

მას შემდეგ რაც კატალონიელთა რიგები დატოვა ია ია ტურემ, ”ბარსას” ხელმძღვანელობა ცდილობს მისი დანაკლისი შეავსოს ხავი მარტინესით, რომელიც პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. ამ ფეხბურთელს დადებითად აფასებს სერხიო ბუსკეტსიც, რომელიც შესაძლოა მისი უშუალო კონკურენტი გახდეს. მარტინესს ჰქონდა გამორჩეული სეზონი ”ბილბაოს ატლეტიკში” და სეზონის კულმინაცია მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის ითვლება როგორც მეორეხარისხოვან ფეხბურთელად, მას მაინც უდიდესი პოტენციალი აქვს და ასევე აქვს ამბიცია, რომ გახდეს ვარსკვლავი.

წყარო: TotalBarca.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში