“რაიოსთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო, “ბარსელონას” ბრაზილიელი განაპირა მცველი იძულებული იქნება ერთი თვიდან თვენახევრამდე პერიოდი სათამაშო მოედანს მიღმა გაატაროს.
“რაიოსთან” თამაში ადრიანომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში, მან მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და 28 წლის ბრაზილიელი თანამემამულე დანი ალვესმა შეცვალა.
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ადრიანო კორეიას კუნთი გაწყვეტილი აქვს და მის მკურნალობას 4-დან 6 კვირამდე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში, გუნდს ვერც კაპიტანი კარლეს პუიოლი დაეხმარება.