”ბარსელონას” პირველმა გუნდმა ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა ”ნოუ კამპზე”, რომელიც წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა.
ჟორდი როურას განკარგულებაში მწყობრში მყოფი 21 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ოიერი, რომელიც დისკვალიფიცირებულ ვალდესს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი დღეს ვერ ითამაშებს ის მაინც ვარჯიშობდა.
სესიაზე არ იმყოფებოდნენ ჩავი ერნანდესი და კარლეს პუიოლი, რომლებიც ტრავმირებულები არიან. შეგახსენებთ, რომ მატჩი ”ბარსელონას” და ”რაიო ვალეიკანოს” შორის თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=mFEjk_ZgSds]
