workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსოფლიო “ბარსელონაზე”

მსოფლიო “ბარსელონაზე”

მსოფლიოს გამოჩენილმა ფეხბურთელებმა და უბრალოდ ცნობილმა ადამიანებმა კომენტარი გააკეთეს “ბარსელონას” სასწაულებრივ ქამბექთან დაკავშირებით. 

 

გარი ლინეკერი: ” მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს და დაამტკიცებს ჩემს სიტყვებს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია ჩვენთვის ბევრის მოცემა” 

იოჰან კრუიფი: ” მესი უბრალოდ შეუდარებელი იყო. რაც მან გააკეთა, მას არ ჰქონდა საერთო გუნდის თამაშთან. ეს იყო ინდივიდუალური ხარისხი. მან მიიღო სავარაუდოდ თავისუფალი საინტიმეტრები ვილიასგან, მან კი ეს სანტიმეტრები შეუდარებლად გამოიყენა. გაიტანა ორი გოლი საჯარიმოს გარედან. ორივე მომენტში მეკარის შეცდომით ისარგებლა. ასეთი მომენტის შერჩევა მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ.” 

ივან რაკიტიჩი: ” მართალია მინდა, რომ “სევილიასთან” ერთად მივიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მატჩიც “ბარსელონამ” ჩაატარა კატალონიაში დღესვე გადავიდოდი.”

ჯანლუკა ძამბროტა: ” მე არ გამიმართლა და ვერ ვითამაშე გვარდიოლას ერაში. ახლა უფრო გული მწყდება, რომ დღევანდელ “ბარსელონაში” ვერ ვთამაშობ” 

კევინ პრინც ბოატენგი: ” მე ვითამაშე მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველთან და ეს არის ანდრეს ინიესტა!”

გაბრიელ მილიტო: ” ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ მოვესწარით მესის პერიოდს. გავა წლები და მისი თამაში მოგვენატრება. ის უნიკალურია.”

დიეგო სიმეონე: ” მე ვუყურე ამ მატჩს და ამაყი დავრჩი, რომ ჩვენ ამ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევთ. ამით განვსაზღვრე, რომ ჩემ გუნდს ბევრი შეუძლია.” 

პაუ გაზოლი: ” შესანიშნავი ქამბექი!!! მადლობა “ბარსელონას” შესანიშნავი თამაშისათვის!!!”

ვიქტორია აზარენკა: “ვივა ბარსა ვივა მესი. მესი მეფეა!!! საკმარისია ეს მატჩი გასაჩუმებლად!”

ირფან ბაჩდიმი (ინდოეთის ნაკრების კაპიტანი): ” ისევ  “რეალის ფანი ვარ, მაგრამ ეს იყო შესანიშნავი. სწორედ ესაა ფეხბურთი”

ალექს მორგანი: ” ვიმედოვნებ რომ ყველა უყურებს ამ მატჩს!!!”

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward