workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი ასიანთა კლუბში

ვალდესი ასიანთა კლუბში

“ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი ფეხბურთელთა იმ ვიწრო წრეში გაწევრიანდა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 თამაში აქვთ ჩატარებული. კატალონიელმა კიპერმა პრსტიჟული ტურნირის ეგიდით თავისი მე-100 შეხვედრის გამართვა “მილანის” წინააღმდეგ მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგაზე ვალდესის დებიუტი 2002 წლის 14 აგვისტოს, საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. მას შემდეგ, 10 წელზე ცოტა მეტი გავიდა და ვიქტორმა ამ ტურნირზე კიდევ 99 თამაში ჩაატარა.

ჩემპიონთა ლიგაზე, ვალდესის გარდა, 100 ან მეტი თამაში მხოლოდ 4 მეკარეს აქვს ჩატარებული. ესენი არიან იკერ კასილიასი (129 თამაში), ოლივერ კანი (107), ალექსანდრ შოვკოვსკი (101) და ედვინ ვან დერ სარი (100).

ყველაზე წარმატებული

გასული 10 წლის განმავლობაში, ვიქტორ ვალდესმა ჩემპიონთა ლიგის მოგბეა 3-ჯერ მოახერხა. პირველად ეს პარიზში, “არსენალის” წინააღმდეგ მოხდა 2006 წელს, როდესაც კატალონიელმა კიპერმა შესანიშნავად ითამაშა. შემდეგ იყო 2009 წელი და რომი, როდესაც კატალონიელებმა “მანჩესტერი” დაამარცხეს. 2 წლის შემდეგ, “ბარსამ” იგივე გუნდს უკვე ლონდონში სძლია და შედეგად, ვალდესი ასიანთა კლუბის წევრ მეკარეებს შორის ყველაზე წარმატებულია.

45 მშრალი მატჩი

ჩატარებულ 100 შეხვედრაში, ვალდესმა კარის მშრალად შენახვა 45-ჯერ მოახერხა. უკანასკნელად ეს “მილანთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.

ვიქტორ ვალდესის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სეზონი თამაში გაშვებული გოლი
2002/03 6 3
2003/04    
2004/05 8 11
2005/06 12 5
2006/07 8 6
2007/08 11 5
2008/09 14 11
2009/10 12 10
2010/11 11 9
2011/12 11 10
2012/13 7 7
სულ 100 77
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward