მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამალიო: “ნეიმარი “ბარსელონაში” ითამაშებს”

რამალიო: “ნეიმარი “ბარსელონაში” ითამაშებს”

ბრაზილიური “სანტოსის” მთავარმა მწვრთნელმა, მურის რამალიომ დაადასტურა, რომ მისი გუნდის ლიდერი, ნეიმარი, ადრე თუ გვიან, “ბარსელონაში” გადავა.

“არ ვიცი, ეს ახლა მოხდება თუ მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, ნეიმარი “ბარსელონაში” ითამაშებს. თუ ის საზღვარგარეთ წავა, “ბარსელონას” მიაშურებს, რადგან მათი სათამაშო სტილი ერთმანეთს ემთხვევა. თუ ნეიმარს მომავალს შევურჩევთ, ვფიქრობ, ეს “ბარსელონა” იქნება.

“ბარსელონაში” არაერთ ლეგენდარულ ბრაზილიელს უთამაშია და ვფიქრობ, ნეიმარი ამ ტრადიციას განაგრძობს. რონალდო, რომარიო და რივალდო “ბარსელონას” ფორმით თამაშის დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. ნეიმარიც მათ კვალს გაჰყვება და “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ვფიქრობ, “ბარსელონას” შემადგენლობაში ნეიმარისთვის ადგილი მოიძებნება. მესის მსგავსად, ისიც დიდი ფეხბურთელია და მათი ერთად ხილვა სასიამოვნო იქნება.” – აცხადებს ნეიმარის გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში