იტალიური “მილანის” ლეგენდარულმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, გააანალიზა კატალონიის “ბარსელონას” თამაში და გაიხსენა ხოსეპ გვარდიოლაც. იტყობინება ესპანური პრესა.
“ბარსელონას” ბოლოდროინდელი ასპარეზობა სულაც არ აღმაფრთოვანებს. გუნდს ვერ ვცნობ. რაც შეეხება “მილანს”, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამარცხდებიან, თუ შეშინდებიან კატალონიელთა პირისპირ წარდგომისას. “ლურჯ-ბროწეულისფერები” მას შემდეგ ვეღარ ბრწყინავენ, რაც დაკარგეს ლიდერი ხოსეპ გვარდიოლას სახით. ასევე უარყოფითად მოქმედებს მათზე ის ფაქტიც, რომ იოლად იგებენ ეროვნულ ჩემპიონატს. ამით “ბარსელონა” სუსტდება. ასეთი სტილის თამაშით ლიონელ მესი სულაც აღარაა ისეთ საშიში მეტოქეთათვის, როგორიც იყო”. აცხადებს საკი.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს “ბარსელონა” 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრას გამართავს “მილანთან”. პირველი შეხვედრა “სან სიროზე” იტალიელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.



