ჟორდი როურას განკარგულებაში დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე 22 მოთამაშე იმყოფებოდა. მთავარი სიახლე ვარჯიშზე პედრო როდრიგესის და ჯონათან დოს სანტოსის გამოჩენა იყო, რომლებიც გუშინ დარბაზში ვარჯიშობდნენ. გუნდი “დეპორტივოსთან” და “მილანთან” გასამართი შეხვედრებისთვის მზადებას “სიუტატ ესპორტივაზე” აგრძელებს.
მკურნალობის სპეციალურ კურსს გადის ჩავი ერნანდესი, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ფიზიოთერაპევტთან ერთად დარბაზში ვარჯიშობს. გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას დღეს, ადგილობრივი დროით 18 საათზე გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=wcyn7JObBo8]




