სეზონის კარგად დაწყების შემდეგ გუნდმა თებერვლის თვე ჩააგდო. უფერული შეხვედრები პრიმერაში, მარცხი “მილანთან” და ზედიზედ 2 წაგებული ელ კლასიკო, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. გუნდს ჟორდი როურა ხელმძღვანელობს, თუმცა ის ყველაფერს ტიტო ვილანოვასთან შეთანხმებით აკეთებს, რომელიც გუნდის ვარჯიშებს ვერ ხელმძღვანელობს, ამგვარად კი ტაქტიკის შემუშავება და გუნდისთვის მეტოქის სუსტი წერილების ახსნა ძალიან რთულია.
ტიტოს მნიშვნელობაზე უკვე ისაუბრა ანდრეს ინიესტამ, რომელიც პირველ ადგილზე მწვრთნელის ჯანმრთელობას აყენებს და კრიზისზე ნაკლებად ფიქრობს. გუშინ სერხიო ბუსკეტსმაც აღნიშნა, რომ ტიტოს გარეშე ყოველი დღე უფრო რთული ხდება გუნდისთვის.
გუნდს თითქმის განაღდებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის ტურნირში კი კატალონიელენს “მილანთან” ურთულესი მისიის შესრულება მოუწევთ. დაძლევს თუ არა გუნდი ამ ბარიერს 12 მარტს გავიგებთ, როცა ტიტო კვლავ ნიუ-იორკში იქნება…
ამჟამად “ბარსელონა” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გარეშე თამაშობს. როსელი მას უდიდესს ნდობას უცხადებს და კლუბი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს, სადაც მთავარი მოქმედი ფიგურა ვილანოვა იქნება. ტიტოს დაბრუნება შესანიშნავი სიახლე იქნება გუნდისთვის, თუმცა “ბარსელონას” ყველაზე მეტად ქარიზმატული ლიდერი, პეპ გვარდიოლა აკლია, რომელიც 4 წლის განმავლობაში არ ჩერდებოდა სათადარიგო სკამთან. უკანასკნელი კლასიკოს შემდეგ დიეგო მარადონამ აღნიშნა: “ახლა ხომ ხვდებით, თუ რას ნიშნავდა “ბარსელონასთვის” გვარდიოლა“. როგორც ჩვენთვის, ასევე გუნდისთვის ურთულესი აღმოჩდა პეპის წასვლა. თითქმის 1 წელი გავიდა გვარდიოლას წასვლის შემდეგ, ის კი ძალიან, ძალიან დაგვაკლდა…
[media=http://www.youtube.com/watch?v=LDNtZkE7xyc]
[media=http://www.youtube.com/watch?v=yypwRO6mGuU]