მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” 1991 წლის თაობის ტალანტი – ტიაგო ალკანტარა

“ლა მასიას” 1991 წლის თაობის ტალანტი – ტიაგო ალკანტარა

მისი ნამდვილი სახელი ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტოა. იგი იტალიის ქალაქ სან პიეტრო ვერნოტიკოში დაიბადა 1991 წლის 11 აპრილს. ტიაგო ესპანეთში გაიზარდა, მისი მამა არის ბრაზილიელი, მსოფლიო თასის მფლობელი მაზინიო. ტიაგომ ფეხბურთის თამაში დაიწყო “ფლამენგოში” ხუთი წლის ასაკში. შემდეგ მამამისი გადავიდა ესპანეთში და ტიაგომ თამაში განაგრძო გალისიურ კლუბ “ურეკაში” ნიგრანში. 2001 წელს ის თამაშობდა “კელმეში”. პატარა ტიაგო 2005 წელს “ბარსელონას” აკადემიაში ჩაირიცხა, დღეს კი ის “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრია. 
ადრეული წლები  
ტიაგო აკადემიაში 2005-2008 წლებში გამოდიოდა, 2008-2011 წლებში კი ალკანტარა “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელი გახლდათ. “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში ჩატარებული 4 სეზონის შემდეგ ტიაგომ 59 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ორივე ძმანი ტიაგოც და რაფაც უდიდესი ნიჭის მფლობელნი იყვნენ ამიტომ მათ ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, პირველი წარმატებას კი უფროსმა ძმამ მიაღწია, უმცროსი რაფა კი დღემდე პროგრესირებს და ძმის კვალს მიჰყვება. 
დებიუტი პირველ გუნდში
2009 წლის წლის 17 მაისს კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში 18 წლის ბიჭის, ტიაგო ალკანტარას დებიუტი შედგა “მალიორკას” წინააღმდეგ მატჩში, ფეხბურთელმა შეხვედრის 63′ წუთზე ეიდურ გუდიონსენი ჩაანაცვლა. პირველ გუნდში პირველი გოლის გატანა ტიაგომ 2010 წლის 20 თებერვალს მოახერხა როცა 76-ე წუთზე შემოსულმა, “რასინგის” კარი დალაშქრა (4:0).

ახალი კონტრაქტი კლუბთან და აწმყო
2011 წლის 29 ივნისს ტიაგო ალკანტარამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა კი €30 მილიონს შეადგენს. ტიაგო დღემდე ერთ-ერთ პერსპექტიულ და უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება გვარდიოლას ეპოქაში. მან უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში 89 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 24 შეხვედრაში 2-ჯერ გამოიჩინა თავი.  
გთავაზობთ ვიდეოს “ლა მასიის” 1991 წლის თაობის ერთ-ერთ წევრზე ტიაგო ალკანტარაზე…

[media=http://www.youtube.com/watch?v=pZEtXuclS6s]

პ.ს: დასკვნითი ნაწილი…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში