workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” – ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

”რეალი” – ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

სამეფო თასიდან მძიმე გამოვარდნის შემდეგ ”ბარსელონას” კიდევ ერთი კლასიკოს ჩატარება მოუწევს – ამჯერად პრიმერაში. ეს შეხვედრა ”ბარსელონასთვის” თითქმის იდეალურია, რადგან კატალონიელები 16 ქულით უსწრებენ მადრიდელებს, ამიტომ როურამ გულშემატკივრებს გამხნევებისკენ მოუწოდა და შაბათის მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”სულიერად დაცემა არ შეიძლება, რადგან ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან და ჩვენ კვლავ დავიწყებთ გამარჯვებებს” – განაცხადა როურამ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე.

მან გააგრძელა: ”ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. ლა ლიგის ტიტული ძალიან პრესტიჟულია და წარმატების შემთხვევაში ჩვენ მას ძალიან მიუახლოვდებით. თუკი ამ შეხვედრას ასეთი უპირატესობით ვხვდებით ეს იმის მანიშნებელია, თუ რა დონეზე ვასპარეზობდით მთელი სეზონის განმავლობაში”.

პრობლემის აღმოჩენა

”ბარსელონას” თავკაცმა განაცხადა: ”ჩვენ არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად იმის გამო, თუ როგორ ვითამაშეთ ”მილანთან” და ”რეალთან”. გუნდი ყველაფერს გაუმკლავდება და იბრძოლებს ტიტულებისთვის. ფეხბურთელების მუშაობა და მათი მიდგომა საქმისადმი დასაფასებელია”. როურამ აღიარა, რომ გუნდზე ძალიან იმოქმედა სამშაბათის მარცხმა, თუმცა ამისთვის საუკეთესო წამლად მას ”ბრძოლა და დადებეთი შედეგები” მიაჩნია.

ამავდროულად სამწვრთნელო შტაბმა აღმოაჩინა, თუ რა არ ყოფნიდა გუნდს სათასო შეხვედრაში: ”ჩვენ პრობლემების ანალიზი გავაკეთეთ და აღმოვაჩინეთ ისინი. ბევრი მათგანი იმის გამო დავუშვით, რომ მეტოქე იყო ძლიერი. ვიცით, თუ როგორ თამაშობს ”რეალი” და ამ შეცდომებს გამოვასწორებთ”. როურა ძალიან ემოციური იყო, როცა ტიტო ვილანოვაზე საუბრობდა. ასევე აღნიშნა, რომ კლუბში ყოფნის დროს მიეჩვია კრიტიკას და მისგან თავის დაღწევას.

”ბერნაბეუზე” გამარჯვებისთვის

როურას წარმოდგენილი აქვს ის გუნდი, რომელიც ”ბერნაბეუზე” სათამაშოდ გავა: ”როგორც ყოველთვის ჩვენ გამარჯვებას შევეცდებით მადრიდში. რთული წარმოსადგენია, თუ რას მოგვიმზადებს ”რეალი”, მათი სურვილი ასევე გამარჯვება იქნება. მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია და ხშირად ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტენ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward