შაბათს, 2 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მორიგი “ელ კლასიკო” გაიმართება. ამ მატჩს მნიშვნელობას გუნდების ურთიერთდაპირისპირების ისტორია სძენს და არა ამჟამინდელი მდგომაროება. საქმე ისაა, რომ კატალონიელებს ჩემპიონობა თითქმის გარანტირებული აქვთ. გარდა ამისა, ორივე გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩი ელის და სავარაუდოდ, კატალონიელებიც და მადრიდელებიც, შემადგენლობას გადაახალისებენ.
დავიწყოთ “ბარსელონათი”. მადრიდული პრესის ცნობით, ტრავმის გამო, შეხვედერას ჩავი ერნანდესი დააკლდება. მის ადგილს, სავარაუდოდ, ტიაგო ალკანტარა დაიკავებს.
საეჭვოა ლიონელ მესის თამაშიც. ავადმყოფობის გამო, მას წინა “ელ კლასიკოს” შემდეგ არ უვარჯიშია. კატალონიური პრესის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდში გაემგზავრება, მაგრამ მისი თამაშის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არაა. არსებობს იმის საკმაოდ დიდი ალაბთობა, რომ მესის ნაცვლად, მოედანზე დავიდ ვილია ვიხილოთ.
კიდევ უფრო დიდი ცვლილებები იგეგმება “რეალის” ძირითად შემადგენლობაში. მადრიდელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ “მანჩესტერთან” გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, მოურინიო ვარანს, ალონსოს, იოზილსა და იგუაინს დაასვენებს. ამას ემატება დისკვალიფიცირებული დი მარია. მათ ადგილს ძირითად შემადგელობაში პეპე, ესიენი, კალიეხონი, კაკა და ბენზემა დაიკავებენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოურინიო სათადარიგოთა სკამზე დასმას რონალდუსაც უპირებს. თუ მართლაც ასე მოხდა, ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს ფაბიუ კოენტრაუ ან ალვარო მორატა დაიაკვებს.