მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაცი, რომელიც არასდროს სიმულიანტობს

კაცი, რომელიც არასდროს სიმულიანტობს

მოგეხსენებათ, რომ ბოროტი ენები ყოველთვის ცდილობენ საუკეთესოთა შებღალვას სხვადასხვა ბრალდებებით და მუდმივად იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ მათში ცუდი მხარეები იპოვნონ, რომლებიც საუკეთესო ასპექტებს დაჩრდილავს. ასეა “ბარსელონას” შემთხვევაშიც. ჯერ იყო და მადრიდული “მსაჯებზე” წუწუნის კამპანია იქამდე არ შეწყდა, სანამ მათი დიდი ხელშეწყობით გუნდმა პრიმერა 100 ქულიანი შედეგით არ დაასრულა, ამას ისიც მოჰყვა, რომ ცნობილი ბრიტანელი რეფერი გრემ პოლი ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორც ცდილობდა ინგლისში ახლადჩასული ნაცრისფერპალტოიანი ჟოზე მის მოთაფვლას სხვადასხვა მეთოდებით. ერთი სიტყვით მსაჯებზე აპელირება უსარგებლო გახდა და ამაზე ჩვენც აღარ შევჩერდებით დიდხანს, რადგანაც აქამდეც გავეცით პასუხი და გაგების მოსურნეებმა ყველაფერი კარგად გაიგეს და დაინახეს. ახლა მეორე ვითომდა მანკიერ თვისებაზე გადავიდნენ – სიმულაცია. რთული სათქმელია ვინ გეგმავს და ვინ აგორებს მსგავსი მასშტაბების შავ კამპანიებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება ეს თავისთავადაც ხდებოდეს, საუკეთესოს მიმართ მუდმივი შურის პრინციპიდან გამომდინარე, ამიტომაც დიდად ნუ გავიცხელებთ თავს იმის ძიებით, რასაც მაინც ვერ მივაგნებთ. ჩვენი მხრივ, პასუხად შეგვიძლია შემოგთავაზოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თუ რა არის ნამდვილი მებრძოლი სული და რისი წყალობით აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომლებიც ისტორიაში არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც რჩებიან, მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო, შავი პიარის წინააღმდეგ გამოგვყავს კაცი, რომელიც არასდროს სიმულიანტობს – ლიონელ მესი:

[media=http://www.youtube.com/watch?v=4RD9Zc2kwpI]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში