workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ოპტიმისტურადაა განწყობილი, მიუხედავად თასზე განცდილი წარუმატებლობისა

“ბარსა” ოპტიმისტურადაა განწყობილი, მიუხედავად თასზე განცდილი წარუმატებლობისა

მიუხედავად 26 თებერვლის წარუმატებლობისა ესპანეთის თასზე, ”ბარსას” დამხმარე მწვრთნელი, ჟორდი როურა და ფეხბურთელები ოპტიმისტურად უდგებიან საქმეს. ისინი აცხადებენ, რომ კოპა დელ რეი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ და მათი საფიქრალი უნდა იყოს შემდეგი “ელ კლასიკო”, ლა ლიგის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა, ”მილანის” წინააღმდეგ. როურამ და ფეხბურთელებმა მრავალი კომენტარი გააკეთეს, ზოგადად კლუბის მდგომარეობაზე, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ 10 საუკეთესოზე იქნება საუბარი.

ჩავი 

1.”ჩვენ კიდევ 90 წუთი გვაქვს ”მილანთან” სათამაშოდ, რათა დავანახოთ “კამპ ნოუზე” შეკრებილ მაყურებელს ჩვენი ძალა, მითუმეტეს, რომ შესანიშნავ ფეხბურთს ვანახებთ ლა ლიგაში. 

2.”ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრეტენზია სეზონის ორ უმნიშვნელოვანეს თასზე”.

ინიესტა 

3.”კოპა დელ რეიზე მარცხი არ შეცვლის ჩვენს მენტალიტეტს”.

4.”ჩვენი ასეთი მდგომარეობა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მოდუნებულები ვართ ან კიდევ არ გვინდა გამარჯვება. ხანდახან მეტოქე უბრალოდ გამარცხებს და ამის მიზეზი შეიძლება ვერც იპოვnო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა გასამართი და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.” 

5.”ნორმალურია, რომ ხალხს ერთ მომენტში ეჭვიც კი ეპარება ჩვენ სიძლიერეში, ეს ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ გულშემატკივრები ყოველთვის დაგვიჭერენ ჩვენ მხარს, ლხინში იქნება ეს თუ გაჭირვებაში.” 

6.”მილანთან” მატჩი ძალიან რთული იქნება, თან პირველი მატჩის ანგარიშიც დიდ ფორას აძლევს იტალიელებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე მოვახერხებთ გასვლას.” 

7.”ეს უბრალოდ სიამაყის, საჭიროების და რეალობის საკითხია. ჩვენ შეგვიძლია მოვატრიალოთ თამაშის ბედი.” 

როურა 

8.”დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. მთავარია ჩვენი თავის რწმენა არ დავკარგოთ.” 

9.”დასანანია, როდესაც რომელიმე ასპარეზს ეთიშები, მაგრამ ამ მოთამაშეებს სჯერათ, რომ მუდამ შეუძლიათ მოგება.” 

10.”ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ ”მილანის” წინააღმდეგ და დიდი ამბიციებით დავხვდებით იტალიელებს. ჩვენ ორივე ტურნირზე თანაბრად დავიხარჯებით და მაქსიმალურად შევეცდებით ორივეში წარმატების მოპოვებას. ხოლო ”ბარსასთვის” წარმატება ყოველთვის ოქროს მედალია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward