მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მარკინიოსში 25 მილიონს ჩამოდის

“ბარსელონა” მარკინიოსში 25 მილიონს ჩამოდის

იტალიური La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონა” მზადაა “რომას” ახალგაზრდა ბრაზილიელ ცენტრალურ მცველში, მარკინიოსში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ბარსელონა” რომ ცენტრალურ მცველს ეძებს, ეს საიდუმლო არავისთვისაა. უახლოეს ზაფხულში, კატალონიელთა ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება. აქამდეც ვწერდით, რომ “ბარსას” ერთ-ერთი სამიზნე 18 წლის ბრაზილიელი მარკინიოსი იქნებოდა, ახლა კი, როგორც სჩანს, ინტერესს შედარებით კონკრეტული სახე მიეცა.

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, კატალონიელები მზად არიან “რომას” ბიუჯეტი 25 მილიონი ევროთი შეავსონ, მაგრამ ამავე დროს, იტალიელებს ბრაზილიელის გაყიდვის სურვილი არ აქვთ. მარკინიოსის ტრანსფერის განხორციელებას პრობლემას ისიც უქმნის, რომ მას “რომასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში