დღეს დილას, ლიონელ მესიმ ვარჯიში გააცდინა. ამის მიზეზია ის, რომ არგენტინელს დაბალი სიცხე აქვს და ცუდად გრძნობს თავს. კატალონიელთა ექიმი სახლში ესტუმრა ლეოს და ურჩია, რომ დღეს სახლიდანაც აღარ გასულიყო, რათა აღედგინა თავის კონდიციები. მესის ეს მდგომარეობა არ არის საგანგაშო, რადგან იგი ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.
აღდგენითი ვარჯიში
მოთამაშეებმა, რომლებმაც კოპა დელ რეის თამაში ”რეალის” წინააღმდეგ ძირითადში დაიწყეს, უკვე ჩაატარეს აღდგენითი ვარჯიში. გამონაკლისები იყვნენ ჩავი და სონგი. ესპანელს ფიზიოტერაპია დაუნიშნეს, ხოლო კამერუნელმა ვარჯიში იზოლაციაში ჩაატარა. ასევე პირველი გუნდის ვარჯიშს ”ბარსა ბ-ს” ორი მეკარე: ბანუზი და ოიერი დაემატნენ.


