ლიონელ მესი უმიზნებს, არგენტინელი ლეგენდის, დი სტეფანოს რეკორდს. ყოფილმა ”რეალ მადრიდის” ფეხბურთელმა ჩაატარა 394 მატჩი დედაქალაქელების მაისურით და მან 307 გოლის გატანა შეძლო, აქედან 18-ჯერ დი სტეფანომ კატალონიელთა კარები აიღო.
არგენტინელი ლეგენდის რეკორდი დიდი ხნის მანძილზე მიუკარებელი იყო. 21 საუკენეში მოიაზრებდნენ ორ ფეხბურთელს, რომლებსაც ამ რეკორდის დამხობა შეეძლოთ (რაული – 15, ცეზარი – 14), მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ”ოქროს ბურთის” ოთხგზის გამარჯვეული, ლეო მესის ანგარიშზე კლასიკოებში 17 გოლია და მოსალოდნელია ამ რეკორდის დამხობა დღევანდელ მატჩში, ესპანეთის თასის განმეორებით თამაშში.
| მოთამაშე | ლა ლიგა | თასი | სუპერთასი | ევროპა | ჯამში |
| ლეო მესი | 10 | 0 | 5 | 2 | 17 |
| ალფრედო დი სტეფანო | 14 | 2 | 0 | 2 | 18 |



