“ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი ოთხშაბათს ნიუ–იოკრში ჩაფრინდება, სადაც ტიტო ვილანოვას შეხვდება, რომელიც მკურნალობას აგრძელებს.
როსელის ვიზიტის მთავარი მიზანია გაიგოს, შეძლებს თუ არა მწვრთნელი ადრეულად ჩამოსვლას ბარსელონაში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში გუნდის მოედანზე გაყვანას, რომელიც 12 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში “სან სიროზე” კატალონიელები 2:0 დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩი 12 მარტს, “ნოუ კამპზე” გაიმართება.


