მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
22 ფეხბურთელი ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის

22 ფეხბურთელი ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის

 

“ბარსელონას” პირველი გუნდი დღეს, “სიუტატ ესპორტივას” მოედანზე “სევილიასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადებოდა. ჟორდი როურას განკარგულებაში მწყობრში მყოფი 22 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ერიკ აბიდალი, რომელსაც ექიმებმა გუშინ თამაშის უფლება მისცეს.

ადრიანო კორეია კი თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, ფეხბურთელმა ამ დაზიენების გამო “მილანთან” შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

“სევილიასთან” გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ, 12:30 საათზე “ნოუ კამპზე” გამართავს. შეგახსენბეთ, რომ “ბარსელონასა” და “სევილიას” შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში