მისი ნამდვილი სახელი მარტინ მონტოია ტორალბოა, იგი ესპანეთის ქალაქ გავაში, რომელიც კატალონიას ეკუთვნის, 1991 წლის 14 აპრილს დაიბადა. მარტინმა ფეხბურთის თამაში სწორედ მშობლიურ ქალაქ გავაში დაიწყო. მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი კი 9 წლის ასაკში იყო, როდესაც პატარა მარტინი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა.
ადრეული წლები
თავდაპირველად მონტოია “ბარსელონა ბ”-ს ღირსებას იცავდა 2008-2009 წლების სეზონში ფეხბურთელმა “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პროგრესი აშკარად ნათელი იყო და მარტინმა 2009-2010 წლების სეზონში ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის პერიოდში მოუმატა და სწორედ მაშინ დაბრუნდა 11 წლიანი პაუზის შემდეგ სარეზერვო გუნდი მეორე ლიგაში, ამ სეზონში ფეხბურთელმა 23 მატჩის ჩატარება მოახერხა. მონტოია სარეზერვო გუნდის წევრი 2009-2012 წლებში იყო და მეორე გუნდში 75 შეხვედრა ჩაატარა.
დებიუტი პირველ გუნდში
მონტოიას დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში გვარდიოლას ეპოქაში მოხდა. 2011 წლის 26 თებერვალს პირველ გუნდში მარტინ მონტოიას დებიუტი შედგა, ფეხბურთელმა “მალიორკას” წინააღმდეგ მატჩში ბრაზილიელი ადრიანო ჩაანაცვლა და უკანასკნელი 5 წუთი ითამაშა. შეხვედრა “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა (3:0).
დღეს მონტოია უკვე “ბარსელონას” ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მონტოიას დღესდღეობით უკვე 28 მატჩი აქვს პირველ გუნდში და მეტოქის კარიც დაულაშქრავს. მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში ნიჭიერმა ფეხბურთელმა 16 მატჩის ჩატარება მოახერხა და ისეთ პრინციპულ შეხვედრებში მიიღო მონაწილოება, როგორიც “ელ კლასიკოა”…
გთავაზობთ ვიდეოს “ლა მასიის” 1991-იანთა თაობის წევრებზე, რომელთაგან ერთ-ერთი მარტინ მონტოია ტორალბოა…

“ლა მასიას” 1991 წლის თაობის ტალანტი – მარტინ მონტოია
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
