დღევანდელი სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ერიკ აბიდალმა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო და სეზონის დასრულებამდე გუნდის განკარგულებაში იქნება. ფრანგ მცველს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 2012 წლის 10 აპრილს ჩაუტარეს.
ამ დრომდე ერიკი აღდგენით კურსს გადიოდა. თავდაპირველად ის დარბაზში ვარჯიშობდა ემილ რიკარტთან ერთად, ხოლო შემდეგ ვალდარანის პარკში იტვირთებოდა. დეკემბერში ექიმებმა მას დიდ ფეხბურთში დაბრუნების უფლება მისცეს, რის შემდეგაც ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ბოლოს მოედანზე ერიკ აბიდალი 2012 წლის 26 თებერვალს გავიდა, როცა “ბარსელონას” მადრიდის “ატლეტიკოს” ხვდებოდა. იმ შეხვედრაში კატალონიელებმა 1:2 იმარჯვეს.


