workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

“მილანი” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

ჟორდი როურამ “მილანთან” გასამართ შეხვედრამდე პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც შესამჩნევი იყო, რომ ის ადვილ შეხვედრას არ ელოდება: “ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი “მილანია” და ისინი სახლში თამაშობენ. მათთან ყოველთვის გვიჭირს და “სან სიროზე” თამაში ბევრჯერ გაგვჭირვებია. აქ ფავორიტზე საუბრის დრო არ არის“.

“მილანში” მიმდინარე სეზონში ბევრი ცვლილება მოხდა: “ახლა ისინი განსხვავებულები არიან, ისინი განსხვავებულ სტილში თამაშობენ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ როგორ იმოქმედებენ… “მილანი” ყოველთვის იბრძვის “სან სიროზე” – აღნიშნა როურამ, რომელმაც განცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს და ამას ტიტო ვილანოვასთან შეათანხმებს.

დაცვის გაუმჯობესება

გოლების გაშვება “ბარსელონას” პრობლემაა. გუნდი მშრალად ხშირ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს კარს: “საერთოდ ჩვენ უფრო მეტ გოლს ვიტანთ, ვიდრე ოპონენტი, თუმცა გეთანხმებით, რომ თამაშის ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს“. მწვრთნელმა ასევე ნდობა გამოუცხადა ალექსის სანჩესს: “მას უნდა დავეხმაროთ და წავაქეზოთ. ის ძლიერად მუშაობს და დარმწუნებულები ვართ, რომ მომენტების გამოყენებას დაიწყებს“.

ცუდი მოგონებები

როურა, რომელიც 23 წლის “სან სიროზე” დაშავდა საუბრობდა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს სტადიონი მისთვის: “ეს ჩემი კარიერის ურთულესი პერიოდი იყო და ჩემი მოგონება ამ სტადიონთან პოზიტიური არ არის. მაშინ “მილანს” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჰყავდა. ეს სტადიონი დღესაც გასაოცარია და სასიამონოა აქ სათამაშოდ ჩამოსვლა“.

ბოლოს კი როურამ განაცხადა: “ჩვენ 2 თვეა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ მიგვიღია მონაწილეობა და ფეხბურთელები მოწადინებულები არიან. ბედნიერები ვართ აქ ყოფნით და ფეხბურთელები მზად არიან“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward