მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეინა:” კონტრაქტს პატივი უნდა ვცე”

რეინა:” კონტრაქტს პატივი უნდა ვცე”

მერსისაიდული “ლივერპულის” გოლკიპერმა პეპე რეინამ განაცხადა, რომ სპეკულაციები ტრანსფერთან დაკავშირებით მასზე არ მოქმედებს და ის პატივს სცემს მის ამჟმინდელ კლუბს. 

“ის სიახლეები რაც ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელდა სპეკულაციაა და მეტი არაფერი. მე კონტრაქტი მაქვს “ლივერპულთან” და მე ამ კლუბს პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ ვალდესს აქვს მიზეზი, რომ მიდის კლუბიდან. გულშემატკივრებმა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ის ჩემი თანაგუნდელია ნაკრებში და ამს კარგად ვიცნობ.” 

“მე ვიყავი “ბარსელონას” მეკარე და ძალიან რთულია. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. პრესისგან ძალიან დიდი ზეწოლაა და გულშემატკივრებიც შენგან ძალიან ბევრს ითხოვენ.” 

რეინამ ასევე ისაუბრა გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე: ” კარგი იქნება თუ ის მადრიდის “რეალში” ან “ბარსელონაში” აღმოჩნდება. ის პრემიერ ლიგაში ბევრ პრობლემას მიქმნის.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში