ჟორდი როურა გაკვირვებული არ იყო გუშინდელ შეხვედრაში მისი გუნდის მოქმედებით: “ჩვენ გაგვიჭირდა, ეს ლოგიკურია. ვიცოდით, თუ როგორი რთული იქნებოდა ამ სტადიონზე გამარჯვება. “გრანადა” ფიზიკურად ძლიერი გუნდია და დასაკარგი არაფერი აქვს. მატჩი გართულდა მას შემდეგ, რაც გავუშვით გოლი. ჩვენ რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხეთ და ამით ძალიან გახარებულები ვართ“.
მესი და ალექსისი
როცა არგენტინელზე შეეკითხნენ მწვრთნელმა განაცხადა: “მან კიდევ ერთი პერსონალური რეკორდი დაამხო. ვფიქრობ, რომ 301 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში წარმოუდგენელია“. ალექსის სანჩესმა როურამ განაცხადა: “მან გასულ კვირას გაიტანა და ეს დაეხმარა. ამ შეხვედრაში რამდენიმე მომენტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია მისი გამხნევება და დაცემის საშუალება არ უნდა მივცეთ. ჩვენი ვალდებულება მისი დახმარებაა“.
ბოლოს მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლირერობის მიუხედავად გუნდს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი: “ყოველთვის არის რაღაც, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. დღეს მაგალითად უფრო მშვიდები უნდა ვყოფილიყავით მატჩის ზოგიერთ ეპიზოდებში. გოლის არ გაშვება კიდევ ერთი მიზანია“.