მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გრანადას” გამარჯვებების გაგრძელება სურს

“გრანადას” გამარჯვებების გაგრძელება სურს

 

პრიმერას 24-ე ტურში “გრანადა” უმასპინძლებს “ბარსელონას” სტადიონ “ნუევო ლოს-კარმენესზე”. ანდასულიური კლუბი ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს 26 ქულით და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს. ბოლო დროს “გრანადა” გულშემატკივრებს ძალიან ახარებს: გუნდი ორი კვირაა იმარჯვებს და არ უშვებს გოლს. ორი ტურის წინ კი შინ მათ მადრიდის “რეალი” დაამარცხეს.

ცვლილებები ალკარასის მოსვლის შემდეგ

ორი ტურის წინ “გრანადამ” დაითხოვა ანკელი და მის ადგილე დაინიშნა ალკარასი, რომელიც 2 ტურია დაუმარცხებელია. გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან გაძლიერდა, რასაც “ბარსასთვის” პრობლემების შექმნა შეუძლია. გუნდი ბოლო თვეში 8 მოთამაშემ დატოვა და 5 ახალწვეული მოვიდა: “მალაგას” ყოფილი ნახევარმცველი ბუანანოტე, “ბენფიკას” და “ბარსას” ყოფილი მოთამაშე ნოლიტო, “სარაგოსადან” გადავიდა არანდა, ასევე “მალაგადან” მივიდა რესიო და ბრაზილიური “პონტე-პრეტედან” გომესი, რომელიც მაშინვე არენდით გაუშვეს “ბოლონიაში”.

რთული და ძლიერი “გრანადა”

ალკარასის გუნდების მთავარი დამახასიათებელი არის წესრიგი, გრძელი და ზუსტი გადაცემები. მიუხედავად იმისა, რომ მათ შინ მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვეს, ითამაშეს 4 ფრე და ამდენჯერვე დამარცხდნენ მადრიდის “რეალის” დამარცხება დიდი მიღწევაა და ახალი ტენდენციების მანიშნებელია. ისინი საშუალოდ შეხვედრაში 1.39 გოლს უშვებენ და იტანენ 0.96 გოლს. 67 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მათი თამაში მახასიათებელია.

პირველი წრის მატჩი ჩავიმ გადაარჩინა

პირველი წრის მე-5 ტურში “ნოუ კამპზე” ლიდერთან სათამაშოდ ჩავიდა “გრანადა”. კატალონიელებს ყველა შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. ანკელის გუნდი ბოლომდე იბრძოდა. ყველაფერი 86-ე წუთზე გადაწყდა, როცა ჩავიმ ლეო მესის ფუნქციები აიღო და შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. ის მატჩი საბოლოოდ 2:0 დასრულდა, 91-ე წუთზე გომესმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. გასულ სეზონში “ლოს-კარმენესზე” კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, გოლი ჩავის ანგარიშზეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში