მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ლიდერის, ჟერარდ დეულოფეუს გადაბირებას ცდილობს, იტყობინება ესპანური პრესა.
პერესს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში, რომელიც “ბარსელონას” მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ფლორენტინოს დეულოფეუს გადაბირება არა მხოლოდ გუნდის გასაძლიერებად სურს, საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს “რეალში” საპრეზდენტო არჩევნები იმართება და ამ სვლით მას გამარჯვების განაღდება სურს.
შეგახსენებთ, რომ როდესაც ის პირველად აირჩიეს პრეზიდენტად მისი დანაპირები ლუიშ ფიგუს გადაბირება იყო, რაც მან შეასრულა. ამ შემთხვევაში კი პერესს არ უმართლებს, რადგან დეულოფეუ ჭკუას არ კარგავს დიდი თანხის შეთავაზების მიუხედავად.



