“Mundo Deportivo”-ს ინფორმაციით ვიქტორ ვალდესი არა მხოლოდ არ გაახანგრძლივებს კლუბთან კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2014 წელს გადის, არამედ კატალონიას მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვებს.
მეკარემ ეს გადაწყვეტილება უკვე შეატყობინა თანაგუნდელებს და კლუბის ხელმძღვანელებს. არის ორი მიზეზი: პირველი მან დაკარგა მოტივაცია, რადგან 10 წლის განმავლობაში მან ერთ კლუბში ითამაშა და ყველა ტიტული მოიგო. მეორე კი სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან ურთიერთობის გაფუჭებაა, რომელიც ასევე მეკარე იყო.
