მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “ბარსელონა” არ უნდა მოდუნდეს”

ადრიანო: “ბარსელონა” არ უნდა მოდუნდეს”

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ტემპი ნაციონალურ პირველობაზე.
შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას შეგირდები მადრიდის “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებენ, “რეალს” კი – 16 ქულით.
“ჩვენ არ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოვდუნდეთ ისევე როგორც “რეალი” არ აპირებს დანებებას, “ატლეტიკო” კი საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს.” – განაცხადა ადრიანომ.
საკუთარ თავთან დაკავშირებით კი ფეხბურთელმა მსგავსი კომენტარი გააკეთა: “ტრავმის შემდეგ ძალიან ცოტა ვითამაშე, მაგრამ წინ ძალიან რთული მატჩები გველის. ვფიქრობ, იქნება როტაცია და სათამაშო პრაქტიკას მივიღებ.” – განაცხადა ადრიანომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში