მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ”ფანტასტიკურ დონეზე ვთამაშობთ”

პიკე: ”ფანტასტიკურ დონეზე ვთამაშობთ”

ხერარდ პიკე არის ადამიანი, რომელიც ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არის FIFA/FIFPro World XI-ის ვერსიით წლის გუნდის ღირსეული წევრი. მან ინტერვიუ მისცა FIFA.COM-ს, რომელშიც განიხილავს მდგომარეობას ”ბარსელონას” პირველ გუნდში. კატალონიელების მცველი აღიარებს, რომ შარშანდელ ზაფხულს ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა მას შესაძლებლობა მისცა აღედგინა საუკეთესო ფორმა. ”საოცრად მოტივირებული დავბრუნდი. მინდოდა დამენახებინა ყველასთვის თუ რეალურად რისი შესაძლებლობა მაქვს. გუნდიც საოცარ დონეზე თამაშობს და ეს ორმაგად მეხმარება პროგრესში.”

მოთამაშე ამბობს, რომ შარშანდელი სეზონიდან ერთი კარგი გაკვეთილი მიიღო. ”მცველისთვის უკეთესია, როდესაც იგი არ არის ყურადღების ცენტრში. როგორც კი ჩნდება უაზრო ჭორები, ყოველთვის დისკომფორტი იგრძნობა. მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მე ეს ვიცი. ახლა მე უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ თუ როგორ ფორმაში ვარ და არა იმას თუ რას ჭორაობენ ჩემზე. თავიდან, როდესაც ”ბარსელონაში” მოვედი ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა სირთულეებიც გამოჩნდა. გავიზარდე და მივხვდი, რომ ამ სირთულეების წყალობით უკეთესი ფეხბურთელი ვხდები, რადგან ვისწავლე ყველანაირ უარყოფით ამბავში დადებითი ვიპოვო.”

პროგრესი მატჩიდან მატჩამდე

გუნდი ერთპიროვნულად ლიდერობს ლა ლიგას და თავს კომფორტულად გრძნობს. პიკე ამბობს, რომ ფეხბურთელები მოხარულები არიან გუნდის შედეგით. ”ჩვენ ვპროგრესირებთ მატჩიდან მატჩამდე, 110%-ით ვიხარჯებით ვარჯიშებზე და ზუსტად ამას მოაქვს ის საოცარი შედეგი, რომელიც ”ბარსელონას” აქვს. გუნდში ერთი პრინციპი გვაქვს: უკეთესად ვარჯიშობ, უკეთესად თამაშობ. ზუსტად ამ პრინციპს მივყვებით და დასახულ მიზნებს ვასრულებთ.” – პიკე ასევე შეეხო ლა ლიგის ცხრილს, ქულების სხვაობას ”ბარსასა” და ”რეალის” შორის. ”აშკარაა, რომ ამას არავინ ელოდა. მადრიდელებმა სეზონი უდიდესი შემართებით დაიწყეს და ამას გუნდის შემადგენლობაც უწყობს ხელს, მაგრამ როგორც ხედავთ სხვაობა ძალიან დიდია, გამაოგნებელიც კი.”

ტიტოს მიერ გაწუელი სამსახური

ესპანელი შუა მცველი შეეხო გუარდიოლას წასვლას და მწვრთნელის პოსტზე ტიტოს დანიშვნას. ”ტიტო მშვენივრად ასრულებს მასზე დაკისრულ სამუშაოს. იგი არ გვაძლევს არც მეტს და არც ნაკლებს ვიდრე პეპი. იგი უბრალოდ აკეთბს იმას რასაც უნდა აკეთებდეს. გუნდი ფანტასტიკურ დონეზე თამაშობს და მწვრთნელის ცვლილებას გუნდზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.”

მიზანი – სამი ტიტული

პიკე სავსეა წლვენდელ სეზონში ამბიციებით და არ მალავს გუნდის მიზნებს. კატალონიელი მცველი საკმაოდ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. ”ვფიქრობ, თავისუფლად შეგვიძლია სამივე ტიტულის მოგება. უდიდესი რაოდენობით სურვილი, მოტივაცია და ტალანტი გვაქვს  – ეს ყველაფერი არის უბრალოდ ინგრედიენტი, რომლის განვითარებით შეგიძლია მუდამ ჩემპიონი იყო. კოპა დელ რეიზე, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვანახეთ ისეთი თამაში, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს სამივე ტიტულის მოგებაზე პრეტენზია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში