კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში, საკუთარი გუნდის მთავარი კონკურენტი არა “რეალი”, არამედ “ატლეტიკოა”.
შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას შეგირდები მადრიდის “რეალს” 16 ქულით უსწრებენ, ხოლო მეორე მადრიდულ კლუბს – 9 ქულით.
“ყველა ტიტულისათვის ვიბრძვით. “ბარსელონას” უპირველესი მეტოქე “ატლეტიკოა” და არა “რეალი”. – განაცხადა ინიესტამ.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის წოდებასთან დაკავშირებით, რომელიც თანაგუნდელ ლიონელ მესის ხვდა წილად, ინიესტამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: “ოქროს ბურთი” ყოველთვის საუკეთესოს რჩება. აქ ყველაფერი სამართლიანად არის. მსოფლიოში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია.” – დაასრულა ესპანელმა.

ინიესტა: “ბარსას” მთავარი მეტოქე “რეალია” არა “ატლეტიკო”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


