2013 წლის 24 ივლისს, მიუნხენში, “ალიანც არენაზე”, ერთმანეთს “ბაიერნი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ამხანაგური იქნება, მაგრამ მას თან ძალიან დიდი ინტრიგა ახლავს.
2011 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მზადების დროს, “ბარსელონამ” და “ბაიერნმა” ერთმანეთში ითამაშეს. თამაში “ბარსამ”, ტიაგოს დუბლით, 2:0 მოიგო. 2 წლის წინ, კატალონიურ გუნდს ლეგენდარული სპეციალისტი პეპ გუარდიოლა წვრთნიდა.
ამ თამაშიდან 2 წლის შემდეგ, გუარდიოლა “ბაიერნისა” და “ბარსელონას” ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას კვლავ მიიღებს. ამჯერად, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის რანგში. ახალ კლუბში თავის ერთ-ერთ პირველ და შესაძლოა სულაც სადებიუტო მატჩს, გუარდიოლა თავისი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ჩაატარებს.