”ატლეტიკო” აპირებს ზაფხულში გააძლიეროს წინა ხაზი, ამჟამად ”ბარსელონაში” მყოფი ესპანელი თავდამსხმელით, რომელიც გუნდში რადამელ ფალკაოს შეცვლის, იტყობინება AS.
რთული ტრავმის შემდეგ, რომელიც დავიდმა 2011 წლის დეკემბერში გადაიტანა, მან ”ბარსას” ძირითადში ადგილი დაკარგა. ამ სეზონში მან მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა (უმრავლესობაში სკამიდან შემოვიდა). ამ მატჩებში მან 10 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. მადრიდელები 31 წლის ფორვარდისთვის მზად არიან გადაიხადონ 16 მილიონი ევრო და კიდევ, მათ მოუწევთ კონკურენციის გაწევა ლონდონის ”არსენალთან”, რომლებიც ასევე სულმოუთმენლად ელიან ესპანელს თავის კლუბში.
შეგახსენებთ, რომ ფალკაო 2011 წლიდან ”ატლეტიკოს” რიგებში ირიცხება და სეზონის მიწურულს, დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. კოლუმბიელი თავდამსხმელით დაინტერესებულია რამდენიმე ევროპული გრანდი, როგორებიც არიან ლონდონის ”ჩელსი”, ”მანჩესტერ სიტი” და მიუნხენის ”ბაიერნი”. ამ უკანასკნელს ზაფხულში კატალონიელთა ყოფილი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა ჩაიბარებს.



