workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჭანტურია: ”ბარსელონამ” დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ მე არ მომინდა”

ჭანტურია: ”ბარსელონამ” დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ მე არ მომინდა”

”15 წლის ვიყავი, როდესაც ”ბარსამ” მომიწვია. მაშინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მინსკში ვიყავით ტურნირზე და იქ 6 გოლის გატანა მოვახერხე. ერთ-ერთი საფეხბურთო აგენტის რეკომენდაციით კატალონიელებმა დედაქალაქში მიმიწვიეს.

 სამ ამხანაგურ მატჩში ექვსი თუ შვიდი გოლი გავიტანე და ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. ამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კიდევ ერთ, სამწლიანი ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, მაგრამ უარი განვაცხადე. რა თქმა უნდა, კიდევ სამი წლის განმავლობაში მომიწევდა ”ბარსას” მეორე გუნდში თამაში, რაც სერიოზულად შეუშლიდა ხელს ჩემ პროგრესს. ყოფილი ფეხხბურთის ფედერაციის თავჯდომარე და ”ვიტესის” პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია შემპირდა ”ჩელსისთან” კონტრაქტს იმ პირობით თუ ერთ სეზონს ჰოლანდიურ კლუბში გავატარებდი. როდესაც უკვე ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას მითხრეს, რომ ლონდონურ კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამ დროს მე 17 წლის ვიყავი და ჰოლანდიური წესების მიხედვით არ შემეძლო ჩემპიონატში გამოსვლა. თითქმის ერთი წელიწადი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ვატარებდი, ხოლო იმის შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი 34-დან 31 მატჩში მივიღე მონაწილეობა.”

 -როგორ მოხდა თქვენი ტრანსფერი ”ალანიაში”?

”საქართველოს U-19 მწვრთნელი იმ დროს ვლადიმერ გუცაევი იყო, რომელიც მოგვიანებით ”ალანიის” სპორტული დირექტორი გახდა. ორჯერ თუ სამჯერ ჰოლანდიაში იყო ჩამოსული მოლაპარაკებებზე და საბოლოოდ ”ვიტესის” ხელმძღვანელობა დაითანხმა ჩემ ტრანსფერზე.

 იმასაც დავამატებ, რომ იტალიური ”ჯენოაც” მთავაზობდა 4 მილიონიან კონტრაქტს, მაგრამ მერაბ ჟორდანიამ უარით გაისტუმრა იგი. შემდეგ კი ჩემ ასპარეზზე გერმანული ”ჰამბურგი” და რუსული ”სპარტაკი” გამოვიდნენ, მაგრამ ამათაც იგივე ამბავი შეემთხვათ. ”ვიტესის” პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბოლო სეზონი ფაქტიურად აღარ მელაპარაკებოდა” – ციტირებს გიორგი ჭანტურიას ”Спорт-Экспресс”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward