დავიდ ვილიას “მესტალიაზე” ტრიუმფალური დაბრუნება გამოუვიდა. ესპანელმა თავდამსხმელმა მე–100 შეხვედრა ჩაატარა “ბარსელონას” მაისურით იმ სტადიონზე, სადაც გაიზარდა და ჩამოყალიბდა პროფესიონალად.
ასტურიელმა პრიმერაში 64 მატჩი ჩაატარა, სამეფო თასზე 10, ჩემპიონთა ლიგაში 21, ესპანეთის სუპერთასზე 3, ევროპის სუპერთასზე 1 და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 1. კატალონიურ კლუბში 100 ოფიციალურ შეხვედრაში მან 42 გოლის გატანა მოახერხა.
ფანტასტიკური პირველი წელი
ვილიას პირველი წელი “ბარსელონაში” უკეთესი ვერ იქნებოდა. 52 შეხვედრაში მან 23 გოლი გაიტანა: 18 ლა ლოგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაში და 1 ესპანეთის სამეფო თასზე.
თავდამსხმელისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი ბურთია. დავიდ ვილიას გოლმა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გაუნაღდა.
სერიოზული ტრავმა
2011 წლის 15 დეკემბერს, “ბარსელონას” რიგებში 76–ე შეხვედრაში, დავიდ ვილიამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ფეხი მოიტეხა. იმ შეხვედრაში “ბარსამ” 4:0 დაამარცხა “ალ სადი” და ფინალში გავიდა.
ვილიას დაბრუნება
2012 წლის 31 ივლისს ვილიას ექიმებმა ფეხბურთში დაბრუნების უფლება მისცეს. პირველად მოედანზე ის ამხანაგურ შეხვედრაში, ბუქარესტის “დინამოსთან” შევიდა. ოფიციალურ შეხვედრაში კი ის 19 აგვისტოს დაუბრუნდა მოედანს, სადაც “ბარსელონამ” 5:1 დაამარცხა “რეალ სოსიედადი”. “ელ გუახემ” შეხვედრაში მე–5 გოლი გაიტანა.
2012 წლის 28 ნოემბერს, სამეფო თასის შეხვედრაში ვილიამ “ალავესთან” (3:1) შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ეს გოლები მის კარიერაში მე–300 და 301–ე იყო.



