ესპანური პრესა იუწყება, რომ ”ბარსელონამ” და ”სანტოსმა” მიაღწიეს შეთანხმებას ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის თაობაზე. ნეიმარი ივლისში გადმობარგდება კატალონიის დედაქალაქში და ”ბარსას” შემადგენლობაში მოემზადება შემდეგი სეზონისთვის.
შეგახსენებთ შარშანდელი ზაფხულის ჭორებს, რომ ბლაუგრანამ წინასწარ გადაუხადა ”სანტოსს” ნეიმარის ტრანსფერისთვის ფული. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა მუდმივად ურჩევდა მოთამაშეს აერჩია ”ბარსელონა” და არა ”რეალ მადრიდი”, რომელიც ასევე ძალიან დაინტერესებული იყო ნეიმარით.



