3 თებერვალს ხორდი ალბა დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელიც 2009-2012 წლებში მის სახლად ითვლებოდა.
”მესტალიაზე თამაშის დიდი სურვილი მაქვს, ვალენსიამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ თავი გამომეჩინა ლა ლიგაში და ზუსტად ამიტომ ვარ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრი.” განაცხადა ხორდი ალბამ სარეკლამო ღონისძების დროს.
ალბამ იმაზეც გააკეთა კომენტარი, რომ კატალონიელები ღამურებს ბერნაბეუზე ნათამაშები ფრის შემდეგ დაუპირისპირდებიან: ”ჩვენ გეგმებში არ შედიოდა ბერნაბეუზე საყაიმო შედეგი, უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ”რეალსაც” ჰქონდა მომენტები, ვაკონტროლებდით თამაშის მსვლელობას.”
”ბარსელონას” მარცხენა მცველი ასევე თვლის, რომ დროებით ესპანეთის თასი მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს – ”მიუხედევად ბერნაბეუზე ნაჩვენები შედეგისა, ჩვენ გვაქვს მოედნის უპირატესობა, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა.”
ალბა ამბობს, რომ იგი ისეთივე აღელვებულია ვალენსიასთან თამაშის წინ, როგრიც იყო ”ბარსელონაში” ტრანსფერის დროს ”მესტალიაზე დაბრუნება ოცნებად მექცა შარშანდელი ზაფხულის შემდეგ და მე ვალდებული ვარ წარმატებულად ვითამაშო ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსას” კვირას ძალიან საინტერესო და დაძაბული მატში ელის ვალენსიასთან.

